18 ნოემბერი 2024,   19:32
ვრცლად
კონგოში დატყვევებული ქართველი მფრინავი - ირაკლი ოქრუაშვილი ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებს

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ხელისუფლებას კონგოში გატაცებული ქართველი მფრინავის გამოხსნის კონკრეტული გეგმის არარსებობის გამო აკრიტიკებს. ირაკლი ოქრუაშვილი მმართველ გუნდს სოსო ოსორაულის გამოსასყიდის მობილიზებას ჩინოვნიკების პრემიების ხარჯზე სთავაზობს.

ემზარ კვიციანი ირაკლი ოქრუაშვილის პრეტენზიებს არ იზიარებს და თავდაცვის ყოფილ მინისტრს ბრალდებებს თავად უყენებს.

ირაკლი ოქრუაშვილის ბრალდებებს არ იზიარებს მისი ბრალდებების იდევ ერთი ადრესატი, კობა კობალაძეც. გენერალი კობალაძე, აცხადებს, რომ მისი სადეპუტატო შემოსავლები მცირეა.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ფიქრობს, რომ ხელისუფლება სახიფათო თამაშში შევიდა, როდესაც შეირაღებული ძალებიდან წასული ჯარისკაცების ბედი აღარ ადარდებს და მათ სიკვდილისთვის იმეტებს.

4 შვილი, მეუღლე, დედა და ძმა კი იანვარში გატაცებული მფრინავის დაბრუნებას დღემდე ელოდებიან. ოჯახის წევრები კატეგორიულად გამორიცხავენ, მთავრობის მიერ გავრცელებულ ვერსიას, რომ სოსო ოსორაული დაიღუპა.

კონგოში დატყვევებული სოსო ოსორაულის ოჯახის წევრებმა უკვე შექმნეს სპეციალური ანგარიში, სადაც ნებისმიერ მსურველს თანხის გადარიცხვა შეუძლია. 

ამავე თემაზე
დღის ამბები