18 ნოემბერი 2024,   19:39
ვრცლად
ზურაბ წერეთლის ოჯახი სამშენებლო კომპანია "სვეტის" დამფუძნებელს სასამართლოში უჩივის

ცნობილი მოქანდაკის ზურაბ წერეთლის ოჯახი სამშენებლო კომპანია "სვეტის" დამფუძნებლის, გია ჯიბლაძის, სკანდალურ ბრალდებებს ბრალდებებით პასუხობს და სასამართლოში ჩივის. ზურაბ წერეთლის შვილიშვილი, ვასილ წერეთელი ქართველ ბიზნესმენს პატივისა და ღირსების შელახვაში ადანაშაულებს და ფიქრობს, რომ გია ჯიბლაძემ ცნობილი მოქანდაკის სახელი საქმისთვის მეტი რეზონანსულობის მისაცემად გამოიყენა.

ლევან ჩქარეული, პირი რომელიც გია ჯიბლაძის გატაცების ბრალდებით დააკავეს, ვასილ წერეთლის კომპანიის დირექტორია და აღმოჩნდა, რომ გატაცებაში ბრალდებული ყველა პირი ამავე კომპანიის თანამშრომელია.

გატაცების ბრალდებით დაკავებული კომპანია "მშენებელ სამის" დირექტორის ადვოკატი ვარაუდობს, რომ "სვეტის" დამფუძნებელმა მისი გატაცების ამბავი გამოიგონა და ამ სცენარით ჰქონდა მცდელობა ვალების გადახდისათვის თავი აერიდებინა.

გია ჯიბლაძე ამტკიცებს რომ პარტნიორებმა ის ქონების და თანხის გამოძალვის მოტივით გაიტაცეს, თუმცა გამოძალვის ფაქტი სისხლის სამართლის საქმეში საერთოდ არ ფიგურირებს, პროკურატურა დაკავებულებს მხოლოდ თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას ედავება.

ავტორი: შოთა დიმიტრიშვილი.

ამავე თემაზე
დღის ამბები