18 ნოემბერი 2024,   19:22
ვრცლად
პროკურატურისა და სასამართლოს ავტოპარკი 1 მილიონ ლარად უნდა განახლდეს

საქართველოს მთავარი პროკურატურა და უზენაესი სასამართლო ავტოპარკს აახლებენ და ახალი ავტომობილების შესაძენად თითქმის 1 მილიონ ლარს გამოჰყოფენ. სამოქალაქო სექტორისთვის, რომელიც სასამართლოს და საგამოძიებო უწყების ტენდერებს სწავლობს შესყიდვების დასაბუთება ბუნდოვანია, მით უფრო იმ ფონზე, როდესაც პროკურატურამ ბოლო 4 წლის განმავლობაში მხოლოდ ავტომობილების ხარჯისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2 მილიონამდე ლარი უკვე გახარჯა.

საგამოძიებო უწყებამ ავტოპარკის განახლებისთვის ორი ტენდერი უკვე გამოაცხადა და პროკურატურა 10 ახალ ავტომობილს პარასკევს შეიძენს.

სამოქალაქო სექტორში აცხადებენ, რომ ავტოპარკის განახლების პროცესში ბევრი საეჭვო გარემოება გამოიკვეთა, მათ შორის - სახელმწიფო შესყიდვების კანონით გათვალისწინებული - ჩანაცვლებაა. პროკურატურა ახალ მანქანებს ყიდულობს, თუმცა მის კუთვნილ "ლენდკრუიზერებს" ყიდის.

პროკურატურისა და უზენაესი სასამართლოს ავტოპარკი რამდენიმე დღეში განახლდება. სწორედ მაშინ გაირკვევა, რომელი კომპანიები გაიმარჯვებენ ტენდერში.

დღის ამბები