18 ნოემბერი 2024,   19:32
ვრცლად
აფგან მუხთარლის საქმე - ევროპარლამენტის რეზოლუცია და კრიტიკული წერილი საქართველოს მთავრობას

ევროპული არასამთავრობო სექტორი საქართველოს მთავრობას კრიტიკული წერილს უგზავნის და გატაცებული ჟურნალისტის საქმეზე დროულ გამოძიებას და პასუხისმგებელი პოლიტიკური პირების დასჯას მოითხოვს.

მოგვიანებით პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციამ, 24 საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გაგზავნილი წერილის მიღება დაადასტურა.

პრესის თავისუფლებისა და ადამიანის უფლებათა დამცველი გავლენიანი არასამთავრობოები წერენ, რომ აფგან მუხთარლის საქმე შავი ლაქაა საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციისთვის და მოუწოდებენ გიორგი კვირიკაშვილს, გამოძიებამ ნათელი პასუხები გასცეს კითხვებს, მათ შორის საქართველოს ხელისუფლების როლზე მომხდარში. 

"კურიერმა" იმ რეზოლუციის წინასწარი ვერსია მოიპოვა, რომელსაც კენჭი ევროპარამენტში ხვალ უნდა უყარონ. პირველი 4 პუნქტი საქართველოს ეხება. რეზოლუციის პროექტში აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გაუჩინარების ფაქტი გატაცებადაა შეფასებული.

მუხთარლის საქმეზე ევროპარლამენტში დებატები ხვალ გაიმართება.

ოპოზიცია, ამბობს რომ სამი კვირის განმავლობაში პასუხგაუცემელი კითხვები მძიმე ტვირთია, რომელიც საქართველოს საერთაშორისო იმიჯს აზიანებს.

ევროპარლამენტის რეზოლუცია აზერბაიჯანის მთავრობას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს აფგან მუხთარლი. ხვალ ამ დებატების სტრასბურგში აზერბაიჯანელი ჟურნალისტიც მეუღლე, ლეილა მუსტაფაევაც დაესწრება.

დღის ამბები