18 ნოემბერი 2024,   19:26
ვრცლად
"BRAVE MODELS"-ის დამფუძნებელი ახალი სახეების აღმოსაჩენად საქართველოში ჩამოვიდა

ცნობილი იტალიური სამოდელო სააგენტო "BRAVE MODELS"-ის დამფუძნებელი საქართველოში ახალი სახეების აღმოსაჩენად ჩამოვიდა. ბრუნო პაულეტა ახალგაზრდა მოდელებს წარმატებული სამოდელო კარიერისთვის ეძებს.

მისი აღმოჩენილი მოდელები, მსოფლიომ არაერთხელ აღიარა, მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეული ლამაზმანი ბიანკა ბალდია.

ბრუნო პაულეტა ძირითად პარამეტრებს, ასაკს, კანის ხარისხს, თვალისა და თმის ფერს კარგად აკვირდება თუმცა გადაწყვეტილებებს სუბიექტურად და სააკუთარ გემოვნებაზე დაყრდნობით იღებს.

სამოდელო სააგენტო "BRAVE" საკუთარ მოდელებთან ერთად პარიზის, მილანის, ლონდონის და ნიუ-იორკის მოდის კვირეულებთან წლებია თანამშრომლობს.

 

დღის ამბები