ევროპარლამენტში აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმეზე დებატები დაიწყო. დეპუტატები ჟურნალისტის საქმეზე მიღებულ რეზოლუციაზე მსჯელობენ. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ევროკავშირმა შესაძლოა, მკაცრი შენიშვნების ნაცვლად, მოლაპარაკებების გზა აირჩიოს.
ხვალ ბაქოში ვიზიტით ევროკომისარი, იოჰანეს ჰანი მიემგზავრება. როგორც ცნობილია, მოლაპარაკებების მთავარი თემა აფგან მუხთარლის საქმე იქნება.
დღეს დილას, ევროპარლამენტის ვებ გვერდზე, რეზოლუციის პროექტის საბოლოო, ოფიციალური ტექსტი უკვე გამოქვეყნდა. რეზოლუციის პირველ 4 პუნქტში საქართველოზეა საუბარი, საიდანაც აზერბაიჯანელი ჟურნალისტი გაუჩინარდა.
სტრასბურგში აფგან მუხთარლის მეუღლე, ლეილა მუსტაფაევაც იმყოფება.