18 ნოემბერი 2024,   20:30
ვრცლად
ქუთაისში, ბუხაიძის ქუჩის მაცხოვრებლები სკევრში კაფე-ბარის მშენებლობას აპროტესტებენ

ქუთაისში ბუხაიძის ქუჩის მაცხოვრებლები სკევრში კაფე-ბარის მშენებლობას აპროტესტებენ. საპროტესტო აქცია დღეს მერიის წინ გაიმართა. აქციის მონაწილეები მერთან შეხვედრას მოითხოვდნენ. ადგილობრივები ამბობენ, რომ თუ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, აქციების მომავალშიც გაგრძელდება. 

აქციაზე იმყოფებოდა ევროპული საქართველოს წევრი გიორგი თევდორაძეც.

„ის ადგილი, რომლის გასხვისებასაც აპროტესტებენ ეს ადამიანები, არის ერთადერთი რეკრეაციული ზონა იმ დასახლებულ პუნქტში, სადაც ისინი ცხოვრობენ და პრაქტიკულად, მისი გასხვისების პირობებში, ამ ადამიანებს დასვენების, ბავშვების ნორმალურად არსებობის და მანქანის პარკინგისთვის შესაძლებლობა უკვე აღარ რჩებათ,“ - განაცხადა გიორგი თევდორაძემ.

მერია ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს, კაფეს მეპატრონე კი განმარტავს, რომ მას ყველა სათანადო ნებართვა დედაქალაქის მერიისგან აღებული აქვს.

დღის ამბები