18 ნოემბერი 2024,   19:21
ვრცლად
აფგან მუხთარლის გატაცება, სავარაუდოდ, ქართული სპეცსამსახურების მიერ, ძლიერი დარტყმაა ქვეყნის რეპუტაციის მიმართ - ევროპარლამენტარი

ევროპარლამენტარებმა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმეზე რეზოლუცია მიიღეს. რეზოლუციის რამდენიმე პუნქტში საქართველოზეა საუბარი. დეპუტატების ნაწილი მიიჩნევს, რომ ჟურნალისტის სავარაუდო გატაცება ქართული სპეცსამსახურების მიერ, ქვეყნის იმიჯისთვის მნიშნელოვანი დარტყმა იქნება.

„აფგან მუხთარლის გატაცება, სავარაუდოდ, ქართული სპეცსამსახურების მიერ, არის ძლიერი დარტყმა ამ ქვეყნის რეპუტაციის მიმართ. გამოძიება უნდა ჩატარდეს საქართველოშიც და აზერბაიჯანშიც,“ - განაცხადა ევროპარლამენტის წევრმა, ანა ფოტიგამ.

მისი აზრით, პარალელურად, ევროპარლამენტი ევროკომისრის, იოჰანეს ჰანის ბაქოში მოლაპარაკებების შედეგებს უნდა დაელოდოს.

ევროპარლამენტის წევრი, სარა პოსტი კი აცხადებს, რომ საქართველომ საქმე სასწრაფოდ და ობიექტურად უნდა გამოიძიოს, ხოლო აზერბაიჯანმა აფგან მუხთარლი გაათავისუფლოს.

„ვგმობთ, რაც აფგან მუხთარლის გაუკეთეს, მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, სწრაფად გამოიძიოს. მოვუწოდებთ აზერბაიჯანის ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ მოუხსნას ბრალდებები აფგან მუხთარლის და გაათავისუფლოს ციხიდან,“ - განაცხადა სარა პოსტიმ.

ამავე თემაზე
დღის ამბები