18 ნოემბერი 2024,   19:46
ვრცლად
სამშენებლო კომპანია „კიდ არქიტექტურის“ დამფუძნებლის ბრალდებებს ადვოკატი პასუხობს

სამშენებლო კომპანია „კიდ არქიტექტურის“ დამფუძნებლის, ნიკა შავიშვილის ბრალდებებს დღეს გატაცებაში ბრალდებულების ადვოკატმა უპასუხა. იოსებ ხარატიშვილის განცხადებით, ნიკა შავიშვილის ბრალდება უსაფუძვლო იყო და 2016 წელს საქმეზე გამოძიებაც სწორედ ამიტომ არ დაიწყო.

„ეს არის ჩვეულებრივ ფურცელზე დაწერილი ადამიანის მოსაზრება და ახლა როგორ, რა გინდათ მითხრათ, რომ 2016 წელს, ადამიანი მივიდა ეგეთი ჩვენებით და რეაგირება მოჰყვა ნული? თავისთავად დაიწყებოდა მუშაობა, მაგრამ ვინაიდან ფაქტი არ იყო რეალური, არც დაწყებულა გამოძიება, მოკვლევის სტატიაზევე სავარაუდოდ, დარჩა,“ - განაცხადა იოსებ ხარატიშვილმა.

ნიკა შავიშვილი 10 თვის წინ გაიტაცეს. შავიშვილის მტკიცებით, მისი გატაცება კომპანია „სვეტის“ დამფუძნებლის, გია ჯიბლაძის მსგავს სიტუაციაში მოხდა.

ნიკა შავიშვილი გივი ჯიბლაძესთან და ზურაბ წერეთლის ოჯახთან ერთად ბაკურიანში ახორციელებდა დეველოპერულ პროექტს, საიდანაც შავიშვილი რამდენიმე თვის წინ, სავარაუდო გატაცების ფაქტიდან მალევე გავიდა.

დღის ამბები