ჩინეთის აღმოსავლეთში მდებარე საბავშვო ბაღში აფეთქება მოხდა, არის მსხვერპლი, მათ შორის არიან ქალები და ბავშვები, ამის შესახებ Telegraph წერს.
აფეთქება ქალაქ ფენსიანის საბავშვო ბაღის შესასვლელში გაისმა.
ადგილობრივი მთავრობის ინფორმაციით, 7 ადამიანია დაღუპული.
უცნობია, იყო ეს განზრახ მოწყობილი აფეთქება, თუ უბედური შემთხვევა.
Horrible #blast in #Fengxian , #China ... at least 40 #kindergarten wounded pic.twitter.com/IQWq17wrgr #terrorism
— Kanpur #CNB @200Cror (@AshishCawnpore) June 15, 2017