"ჯანდაცვის სფეროში სოციალური მუშაობის ინტეგრაცია, როგორც გლობალური გამოწვევა" - ამ სახელწოდებით, სახელმწიფო უნივერსიტეტში, მესამე საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა. ღონისძიების მიზანია პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში სოციალური მუშაობის პროფესიის განვითარების ხელშეწყობა.
ორდღიანი კონფერენციის ფარგლებში, სოციალური მუშაობის სფეროში უცხოელმა და ადგილობრივმა ექსპერტებმა ერთმანეთს თავიანთი გამოცდილება და იდეები გაუზიარეს.