წალენჯიხაში 3-დღიანმა გადაუღებელმა ნალექმა მუნიციპალიტეტში, დაახლოებით 20 ოჯახის სახლი, ნათესები და მიმდებარე ქუჩები დატბორა.
როგორც "რუსთავი 2"-ს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ბესიკ ფარცვანიამ განუცხადა, სანიაღვრე არხებმა ჭარბი რაოდენობით მოვარდნილი წყალი ვერ გაატარა და დატბორვის მიზეზი სწორედ ეს გახდა.
მუნიციპალიტეტში გამგეობისა და გუბერნიის სამსახურის წარმომადგენლები ამ დრომდე მუშაობენ და არსებულ მდგომარეობას აფასებენ.
დატბორილ ადგილებზე სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
ბესიკ ფარცვანიას განცხადებით, ზარალის დამთვლელი კომისია უკვე შედგა და ისინი მუშაობას დღესვე დაიწყებენ.
ფოტოების ავტორი: დიმა კვარაცხელია.