ბათუმის ბულვარში "ანბანის კოშკის" მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი შენობის აგება იგეგმება, რომლისთვისაც კონსტრუქცია უკვე მზადაა. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა მშენებლობის ნებართვის არქონის გამო კომპანიას სამუშაოები შეაჩერებინა. შპს "რესტამ" 3 წლის იჯარით 1381 კვადრატული მეტრის ფართობი ბულვარის ადმინისტრაციის მიერ გამოცხადებულ აუქციონზე შეიძინა. შენობის ესკიზიც ადმინისტრაციასთან იყო შეთანხმებული.
ბათუმის მერია კი კომპანიას კაპიტალური ნაგებობის აშენების უფლებას არ აძლევს და მასთან შეთანხმებას ითხოვს. "რესტა" ამ ფაქტთან დაკავშირებით სამართლებრივ დავას აპირებს. იგი მილიონ-ნახევარი ლარის ინვესტიციის განხორციელებას აპირებს.