18 ნოემბერი 2024,   19:21
ვრცლად
საქალაქო სასამართლოში ე.წ. პიჯაკების საქმის არსებითი განხილვა გაიმართა

საქალაქო სასამართლოში ე.წ. პიჯაკების საქმის არსებითი განხილვა გაიმართა. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თემურ ჯანაშია, რომელიც ამ საქმეში ბრალდებულია, აცხადებს, რომ პროცესი ხელოვნურად იწელება.

თემურ ჯანაშიას თქმით, თუ ყოფილი პრეზიდენტის მიერ სტუმრებისათვის შეძენილი საჩუქრები კანონდარღვევაა, მაშინ კანონდარღვევა უნდა იყოს მე-6 მემილიონე ტურისტის ვიზიტზე დახარჯული ნახევარი მილიონიც. ჯანაშიას თქმით, ის კანონის სრული დაცვით მოქმედებდა და ანალოგიური მიზნებისთვის თანხების განკარგვა დღესაც იგივე პრაქტიკით გრძელდება.

დღის ამბები