სტიქია სამეგრელოში - ძლიერი წვიმის შედეგად ხობისა და წალენჯიხის რაიონებში 4 ოჯახის ევაკუაცია გახდა საჭირო. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფლების ლია-ჯვარის მონაკვეთზე მეწყერი ჩამოწვა, მოიგლიჯა ხეები. მომხდარის შედეგად გარკვეული პერიოდი რამდენიმე ოჯახი გარე სამყაროს მოწყვეტილი იყო.
დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზებიც, სოფელ ლიაში დაიტბორა საცოხვრებელი სახლების პირველი სართულები და ეზოები, განადგურდა ნარგავები. ადგილზე გვიანობამდე მობილიზებული იყვნენ შესაბამისი სამსახურის წარმომადგნლები. ხობის წყალის კალაპოტიდან გადმოსვლის გამო კი, რამდენიმე საათის განმავლობაში ჩაკეტილი იყო ხობი-საჯიჯაოს ცენტრალური მაგისტრალი.
მოსახლოება დაზარალდა წალენჯიხის ცენტრშიც, სადაც მწყობრიდან გამოვიდა სანიაღვრე სისტემა. ზარალის ზუსტი ოდენობა მოგვიანებით გახდება ცნობილი.