ასწლოვანი ტიტას ხე, რომელმაც ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკში მოსახვედრად ზღვაში პირველმა იმოგზაურა, გახმა და მოჭრეს. ინფორმაციას ამის შესახებ ოზურგეთში ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენელი ავრცელებს. მათი თქმით, ხის გახმობისა და მოჭრის შესახებ დენდროლოგიურ პარკში დასაქმებულებისგან შეიტყვეს.
გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებენ სამშენებლო კომპანა "ზიმოში", რომელმაც ხის ტრანსპორტირება მოახდინა.
ტერიტორიაზე შესვლის უფლება ადგილზე მისულ ჩვენს გადამღებ ჯგუფს დაცვამ არ მისცა.