ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში დედოფალ ელისაბედ მეორის დაბადების დღის აღსანიშნავად ოფიციალურ წვეულებას უმასპინძლა. ღონისძიება საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის ჰიმნებით გაიხსნა, რის შემდეგაც ჯასთინ მაქენზიმ სტუმრებს ქართულად მიმართა და საქართველო-ბრიტანეთს შორის არსებულ ურთიერთობებზე ისაუბრა.
საელჩოში მიღებას საქართველოს პრემიერმინისტრი, მინისტრთა კაბინეტის წევრები, დეპუტატები, დიპლომატიური კორპუსისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, საქართველოში მცხოვრები ბრიტანელები დაესწრნენ.