18 ნოემბერი 2024,   19:45
ვრცლად
აქცია წალკის რაიონში - კომპანია "ბეხტელ ენკა"-ს თანამშრომელთა ნაწილი გაფიცულია

კომპანია "ბეხტელ ენკა"-ს თანამშრომელთა ნაწილი გაფიცულია. მათ კომპანიის შესასვლელი აქვთ გადაკეტილი. აქციის მონაწილეები ხელფასის მომატებას ითხოვენ. მათი თქმით, ადგილზე დასაქმებულ წალკელებზე ბევრად მეტი ანაზღაურება აქვთ, კომპანიაში სამუშაოდ ჩასულ თანამშრომლებს.

როგორც აქციის მონაწილეებმა "კურიერს" მიაწოდეს ინფორმაცია, ადგილზე დიდი რაოდენობით სამართალდამცველები არიან მობილიზებული. კომპანია "ბეხტელ ენკა" გაზის მილსადენის სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებს.

გაფიცულები აცხადებენ, რომ ხელმძღვანელობას მათ არა ერთხელ მიმართეს, თუმცა მათგან უარი მიიღეს. ისინი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე არც დაშლას აპირებენ და სამუშაოზე დაბრუნებაზეც უარს აცხადებენ.

დღის ამბები