18 ნოემბერი 2024,   19:46
ვრცლად
იმედია უფრო მეტად მიუახლოებენ პროპორციულ გარდასახვას - სამოქალაქო სექტორი ვენეციის კომისიის დასკვნას ელოდება

ვენეციის კომისიის დასკვნა და რეკომენდაციები დღეს გახდება ცნობილი. ამ წუთებში ევროპელი ექსპერტები საქართველოს კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზე მსჯელობენ.

ქართველი ექსპერტები კი კონსტიტუციური ცვლილებების იმ ნაწილზე ამახვილებენ ყურადღებას, რომელიც საარჩევნო სისტემას ეხება.

კერძოდ კი საუბარია გაუნაწილებელი მანდატების განაწილების წესზე.

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს წარმომადგენელი ლევან ნატროშვილი ამბობს, რომ თუ არსებული ჩანაწერი არ შეიცვლება, ვერ მოხდება სისტემის პროპორციული გარდასახვა და გამარჯვებული პარტიის ლეგიტიმურობა კვლავ ნაკლები იქნება.

„ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ უფრო მეტად მიუახლოებენ პროპორციულ გარდასახვას ვიდრე ახლა არის ჩაფიქრებული. ეს თუ ასე არ მოხდება, ისევ დარჩება ის პრობლემა, რაც დღეს არსებობს, როდესაც ლეგიტიმაციის დონე იქნება ყველა ხელისუფლების ყველა გამარჯვებული პარტიისა უფრო ნაკლები, ვიდრე ამას იგი იმსახურებს,“ - განაცხადა ლევან ნატროშვილმა.

ცვლილების არასამართლიანობაზე საუბრობენ სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების წევრებიც.

„შემოთავაზებული მანდატების განაწილების წესი მნიშვნელოვნად აკნინებს ამ რეფორმის მნიშვნელობას. იმიტომ, რომ რეალურად ეს გამოიწვევს იმას, რომ შენარჩუნდება ის მდგომარეობა, რაც არსებობს შერეული სისტემის პირობებში, როდესაც სერიოზული დისპროპორცია გვაქვს მიღებულ ხმებსა და მანდატებს შორის,“ - აცხადებს ელენე ნიჟარაძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები