ქვიშხეთის მოსახლეობა ჩინური კომპანიისგან ვალდებულებების შესრულებას მოითხოვს. ადგილობრივები აცხადებენ, რომ რამდენიმე წლის წინ გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, კერძო კომპანიას სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის პერიოდში, მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალი უნდა აენაზღაურებინა.
თუმცა, მიუხედავად იმისა რომ მძიმე ტექნიკის მოძრაობამ და აფეთქებებმა საცხოვრებელი სახლები დაზიანა, კომპანია ვალდებულებას ამ დრომდე არ ასრულებს.
ქვიშხეთელებმა აქცია დღეს სარკინიგზო გვირაბთან გამართეს.