ბიზნეს დავებთან მიმართებაში სასამართლოში არის პრობლემები - ეს განცხადება, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა გააკეთა.
გიგაური სავაჭრო პალატის პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ფადი ასლი ხელისუფლების მიერ უცხოური ბიზნესის ტერორზე საუბრობს.
ეკა გიგაური ამბობს, რომ სამოქალაქო სექტორი არა ერთხელ საუბრობდა როგორც ზეწოლებზე, ასევე სასამართლოში სავარაუდო კორუფციულ ფაქტებზეც, თუმცა მისი თქმით, ფაქტებს რეაგირება არც იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან და არც მთავრობიდან არ მოჰყოლია.
„დიდი ხანია ვსაუბრობთ უკვე იმაზე, რომ ბიზნეს დავებთან მიმართებაში სასამართლოში არის პრობლემები. ჩვენ ვსაუბრობდით ასევე რამდენიმე კონკრეტულ საქმეზე, სადაც სავარაუდოდ კორუფციას ჰქონდა ადგილი, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ კონკრეტულ ფაქტებზე და მინიშნებებზე ვსაუბრობდით, ამას შესაბამისი რეაგირება არ მოჰყოლია არც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და არც მთავრობის მხრიდან,“ - განაცხადა ეკა გიგაურმა.