დღეიდან პეკინის გამზირის სრულმასშტაბიანი რეაბილიტაციის მოსამზადებელი სამუშაოები იწყება. ტრანსპორტის გადაადგილების მარშრუტები კი, უკვე ხვალიდან შეიცვლება. ცვლილებები შეეხება მუნიციპალურ ტრანსპორტსაც.
ღამის 12 საათიდან გადაადგილება იქნება შეზღუდული. საღამოს დაგეგმილია სპეციალური შტაბის სხდომა, სადაც დედაქალაქის მერი ჩაიბარებს საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელებისგან მოსამზადებელი პერიოდის საბოლოო ანგარიშს.
დედაქალაქის მუნიციპალიტეტში ვარაუდობენ, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოებს 3 დასჭირდება. სამი თვის შემდეგ კი, თბილისში იქნება აბსოლუტურად ახალი ტიპის კილომეტრნახევრიან ქუჩას, ახალი სისტემებითა და საფარით და ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის სპეციალური გადასასვლელებით.
მოსახლეობა სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს, გადაადგილების პრობლემების შექმნაზე საუბრობს.