18 ნოემბერი 2024,   19:26
ვრცლად
"ბავშვთა სამყაროს" ხანძრით დაზარალებულები პროკურატურასთან საპროტესტო აქციას მართავენ

"ბავშვთა სამყაროს" ხანძრით დაზარალებულები პროკურატურასთან საპროტესტო აქციას მართავენ. აქციის მონაწილეთა თქმით, ხანძრის საქმეზე გამოძიება სრულყოფილად არ მიმდინარეობს და შესაბამისად, ამ დრომდე არ არის ცნობილი ბრალდებულების ვინაობაც.

დაზარალებულებს ასევე პრეტენზიები აქვთ ანაზღაურებასთან დაკავშირებით. მათი თქმით, კომპენსაციების მიღება ამ დრომდე არ დაწყებულა.

მოვაჭრეები მთავარ პროკურორთან, ირაკლი შოთაძესთან შეხვედრას და აღნიშნულ შეკითხვებზე პასუხის მიღებას ითხოვენ.

დღის ამბები