18 ნოემბერი 2024,   19:48
ვრცლად
ლაშა შათირიშვილის დაკავების საქმე - არასამთავრობოებს გამოძიებასთან პრეტენზიები აქვთ

"ადამიანის უფლებათა ცენტრის" მოთხოვნით, 2013 წელს ლაშა შათირიშვილის დაკავებისას სამართალდამცველების მხრიდან გადაცდომის ფაქტზე დახურულ საქმეზე გამოძიება განახლდა.

პროკურატურამ საქმის გამოძიება იმავე გამომძიებელს დაავალა, რომელმაც ცენტრის იურისტის განცხადებით, თავის დროზე აღნიშნული საქმე არასრულყოფილად და სუბიექტურად აწარმოა და საქმე დახურა.  

"ადამიანის უფლებათა ცენტრი" გამომძიებლის შეცვლას და სამართალდამცველთა მიერ ჩადენილი დანაშაულებების ობიექტურად გამოძიების მიზნით, დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს შექმნას ითხოვს.

”როდესაც ევალება პოლიციის მუშაკთა მიერ ჩადენილი დანაშაულის საქმის გამოძიება იმავე გამომძიებელს, რომელმაც უკვე ჩაატარა გამოძიება არაობიექტურად, რა თქმა უნდა, კითხვის ნიშნებს აჩენს. ამდენად ჩვენი მოთხოვნაა, რომ აღნიშნული გამომძიებელი ჩამოცილდეს საქმეს და სხვას გამომძიებელს გადაებაროს“ - განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია ”ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის” იურისტმა ეკა ლომიძემ.

 

დღის ამბები