"ბავშვთა სამყაროში" გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულებს ირაკლი შოთაძე ხვდება. დაზარალებულებმა დღეს პროკურატურასთან აქცია გამართეს.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ გამოძიება, რომელიც ამ საქმეზე მიმდინარეობს, ჭიანურდება. დაზარალებულები კომპენსაციების გაცემასაც ითხოვენ.