18 ნოემბერი 2024,   19:42
ვრცლად
„ბავშვთა სამყაროში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულებსა და მთავარ პროკურორს შორის შეხვედრა დასრულდა

„ბავშვთა სამყაროში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულებსა და მთავარ პროკურორს შორის შეხვედრა დასრულებულია. ირაკლი შოთაძე დაზარალებულებს შეხვდა და საქმის მიმდინარეობასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა.

მთავარი პროკურორი დაზარალებულებს დაჰპირდა, რომ გამოძიება უახლოეს პერიოდში დასრულდება. შოთაძესთან შეხვედრამდე დაზარალებულებმა პროკურატურასთან გამართეს აქცია.

„ბავშვთა სამყაროს“ შენობაში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულები აღნიშნავენ, რომ გამოძიება ჭიანურდება. დაზარალებულები კომპენსაციებსაც ითხოვენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები