18 ნოემბერი 2024,   19:31
ვრცლად
ლაგოდეხი საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალს მოშლილი ინფრასტრუქტურით ხვდება

ლაგოდეხი საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალს მოშლილი ინფრასტრუქტურით, გადათხრილი გზებით და მოუწესრიგებელი წყალმომარაგებით ხვდება. ერთადერთი ქუჩა, სადაც სამუშაოები მიმდინარეობს ვაშლოვანის ქუჩაა, რადგან ფესტივალი სწორედ ვაშლოვანის ნაკრძალში უნდა ჩატარდეს, თუმცა ხვალამდე ვერც ამ მონაკვეთის მოწესრიგება ესწრება და არც ნაკრძალამდე მისასვლელი გზა არსებობს.

ლაგოდეხში წყალმომარაგების სისტემის პრობლემა 50-მდე ქუჩის მცხოვრებს აქვს. ქალაქის წყლით უზრუნველყოფისთვის - რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის გაერთიანებულმა წყალმომარაგების კომპანიამ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდთან ერთად მუშაობა 2015 წელს დაიწყო. ტენდერში სამშენებლო კომპანია ”ინსიმ” გაიმარჯვა. ხელშეკრულების თანახმად სამუშაოები 18 თვეში ანუ 2016 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა 24 საათიანი წყლით მომარაგების პროექტი გაურკვეველი ვადით გადაიდო. კომპანიამ მილების გაყვანის გამო ქუჩები გადათხარა და ასევე დატოვა, ამის გამო ადგილობრივებს მანქანით გადაადგილებაც კი უჭირთ.

ავტორი: ია გულიაშვილი.

დღის ამბები