18 ნოემბერი 2024,   19:32
ვრცლად
პოლიციელების მხრიდან ახალგაზრდა ქალის მიმართ უფლებამოსილების შესაძლო გადამეტებას პროკურატურა იძიებს

თბილისის პროკურატურა პოლიციელების მხრიდან ახალგაზრდა ქალის მიმართ უფლებამოსილების შესაძლო გადამეტებას იძიებს.

დაზარალებულის განცხადებით, 15 ივნისს გამთენიისას, ძველი თბილისის პოლიციის მე-7 განყოფილების უფროსმა და ამავე განყოფილების კიდევ ორმა პოლიციელმა სცემა.

ამ საკითხზე სპეციალური განცხადება შინაგან საქმეთა სამინისტრომაც გაავრცელა. უწყება აცხადებს, რომ ადგილზე მისულ პოლიციის თანამშრომლებს ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი, 1996 წელს დაბადებული ქალი დახვდათ, რომელსაც სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნებოდა.

ადვოკატებმა საქმის გამოძიების მოთხოვნით თბილისის პროკურატურას გუშინ მიმართეს.

დღის ამბები