18 ნოემბერი 2024,   19:44
ვრცლად
"თავისუფალი დემოკრატები" და "რესპუბლიკელები" მერიას აღმაშენებლის 135-ში მიმდინარე მშენებლობის შეჩერებისკენ მოუწოდებს 

"თავისუფალი დემოკრატები" და "რესპუბლიკელები" მერიას მოუწოდებენ შეაჩეროს აღმაშენებლის #135-ში მიმდინარე მშენებლობა, რომელიც 80-მდე ოჯახის საცხოვრებელს საფრთხეს უქმნის. ისინი გეოლოგიური კვლევის ჩატარებასაც ითხოვენ. აღმაშენებლის ქუჩაზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის უკან მდებარე ტერიტორიაზე მიქელაძის სახელობის თოჯინების თეატრი შენდება. მშენებლობის ნებართვა თბილისის არქიტექტურის სამსახურმა გასცა.

“ჩვენ რესპუბლიკელები და თავისუფალი დემოკრატები მივმართავთ მერს, მერიის არქიტექტურის სამსახურს, რომ თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, მერმა ბატონმა ნარმანიამ შეაჩეროს მშენებლობა. აქ ჩვენ ვლაპარაკობთ საფრთხეზე, რომელიც პირდაპირ დაკავშირებულია ადამიანებთან,“- განაცხადა საქართველოს „რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ.

პარტია "თავისუფალი დემოკრატების" წევრის დევი ტაბიძის თქმით, მშენებლობის პროცესში კომპანიასთან ერთად ჩართულია კულტურის სამინისტრო და საბაბი არის ის, რომ უნდა აშენდეს თოჯინების თეატრი.

დღის ამბები