საქართველოს რაგბის კავშირის აჭარის რეგიონული ფედერაციის პრეზიდენტის გადაყენებას და ახლის დანიშვნას ბათუმში მორაგბეთა ნაწილი აპროტესტებს. მათი განცხადებით, რაგბის კავშირის ხელმძღვანელმა გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო და საქმის კურსში არ ჩაუყენებია სპორტსმენები.
ვის მოიაზრებენ ამ პოსტზე სპორტსმენები არ აკონკრეტებენ. თანამდებობა ბოლო 4 წელი ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს ირაკლი ჩავლეიშვილს ეკავა. ჩავლეიშვილი ვეტერანმა მორაგბემ, ზურაბ დოლიძემ, ჩაანაცვლა.