პეკინის გამზირი 3 თვით იკეტება. დედაქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება. ზაფხულის განმავლობაში თბილისელებს და არამარტო მათ, ალტერნატიული გზებით სარგებლობა მოუწევთ.
პეკინის ქუჩის მცხოვრებლები შიშობენ, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები გადაადგილების პრობლემებს შექმნის. მათი ნაწილი მიიჩნევს, რომ მუნიციპალიტეტს ქუჩა ზაფხულის მეორე ნახევარში უნდა დაეკეტა.
სექტემბრამდე პეკინზე მოძრაობა მხოლოდ ცალმხრივად იქნება შესაძლებელი. მთავარი დატვირთვა - 26 მაისის მოედანს, კოსტავასა და შარტავას ქუჩებს ექნება. ალტერნატიული მარშუტით იმოძრავებს მუნიციპალური ტრანსპორტიც.