18 ნოემბერი 2024,   19:47
ვრცლად
სასულიერო სემინარიის რექტორს სასწავლებლის კურსდამთავრებულები ფიზიკურ ძალადობასა და ჩაგვრაში ადანაშაულებენ

სასულიერო სემინარიის რექტორი სასწავლებლის კურსდამთავრებულის მხრიდან ბრალდებების ადრესატი გახდა. მიხეილ ცირდავამ მხოლოდ პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ გაარკვია, რომ არაერთი თხოვნისა და წერილის მიუხედავად ილია მეორე საქმის კურსში არავის ჩაუყენებია, რომ სტუდენტი დახმარებას ითხოვდა.

სემინარიის კურსდამთავრებულმა ხმამაღლა სასწავლებლის პრობლემებზე საუბარი მხოლოდ მისი დამთავრების შემდეგ გაბედა. გიორგი ტიგინაშვილმა "კურიერთან" იმ მძიმე ფაქტებზე ისაუბრა, რომელსაც სასულიერო სემინარიის და აკადემიის მოქმედი რექტორი სისტემატიურად ჩადის. ყოფილი სტუდენტის განცხადებით, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე სტუდენტებს ფიზიკურად უსწორდება და ჩაგრავს. მსგავსი ძალადობის მსხვერპლი თავადაც იყო.

პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძის მიმართით ბრალდებების ჩამონათვალი არაერთია. მის მიმართ კიდევ ერთ უკანონობაზე ყვება სემინარიის კიდევ ერთი ყოფილი სტუდენტი. მიხეილ ცირდავას ისტორია სასწავლებლის შიგნით არსებულ ფინანსებს ეხება.

ყველა ბრალდებაზე პასუხისთვის დღეს "კურიერმა" სემინარიისა და აკადემიის რექტორის მიმართა. გიორგი ზვიადაძემ რამდენჯერმე სასულიერო პირები გამოგზავნა, რომ გადამღებ ჯგუფს სემინარიის შემოგარენი დაეტოვებინა. შემდეგ კი რექტორმა შენობა დატოვა და ბრალდებებზე საპასუხოდ პირდაპირი ეთერი მოითხოვა.

თავად სემინარიის მოქმედ სტუდენტებს სასწავლებლის შიდა პრობლემებზე ღიად საუბრებში არ სურთ. პირად საუბრებში კი ადასტურებენ, რომ სასწავლებლის ბიუჯეტი, რომელიც წელიწადში 3 მილიონ ლარს აღემატება, ხშირად არამიზნობრივად იხარჯება.

ავტორი: ემა გოგოხია.

დღის ამბები