18 ნოემბერი 2024,   19:47
ვრცლად
ივანიშვილის პარკში პირველად გადატანილი ხის გახმობის დეტალებზე არ საუბრობენ

გავრცელებული ინფორმაციით, ივანიშვილის პარკში პირველი ლირიოდნრონი აღარ დგას. ჯერ კიდევ 2 თვის წინ ხე-ტიტა მილიარდერის ეზოს ჭიშკრიდან ადვილი დასანახი იყო.

ადგილობრივების თქმით, ხე ტიტა გახმა და მოჭრეს, ახლა კი მის ადგილას ახალი ევკალიპტები დგას. "კურიერის"გადამღებ ჯგუფს შესვლის და დათვალიერების უფლება არ მისცეს.

გადამღებმა ჯგუფმა ეზოს მიმდებარე ტერიტორიაზე ხეების ე.წ. სასაფლაო ნახა. დახერხილი მორების ნაწილი დამარხულია, ნაწილი კი შეძლებისდაგვარად შეფუთული, ზოგიც ისე მიტოვებული.

ლირიოდენდრონის ამბისგან განსხვავებით გიგანტური წიფლის წაქცევა ყველამ იხილა. ლირიოდენდრონის მოგზაურობა აქამდე ციხისძირიდან დაიწყო. ხე ტიტას ყველაზე ხანგრძლივი ნაოსნობა ჰქონდა.

ძვირადღირებულ დენდრო-გართობას ათასობით კვადრატული მეტრის ფართობზე ლანდშაფტის განადგურება მოჰყვა.

ეკოლოგები ამბობენ, რომ ასეთი ზიანის ფონზე ასწლოვანი ხეების გახმობა-გახარება მეორეხარისხოვანიც კია. მათი თქმით, არსებობს საფრთხე, რომ გარემოს აუნაზღაურებელი ზიანი მიადგება. 

ავტორი: ლადო მენაბდე, სოფო ჭულუხაძე.

დღის ამბები