09 მაისი 2024,   23:27
ვრცლად
პეკინის ქუჩის მასშტაბური რეაბილიტაცია დაიწყო

პეკინის ქუჩის მასშტაბური რეაბილიტაცია დაიწყო. ადგილზე უკვე მოქმედებს მოძრაობის ცალმხრივი რეჟიმი. გუშინ დედაქალაქის მერმა სამუშაო შტაბის სხდომა გამართა. თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სამუშაოები 24 საათიან რეჟიმში წარიმართება, რათა რეაბილიტაციის პროცესი სექტემბრის დასაწყისში დასრულდეს. 

"მოძრაობასთან დაკავშირებით ხვალ დილიდან იქნება შეზღუდვები. შესაბამისად, მძღოლებს მოვუწოდებთ, რომ მაქსიმალურად თავი აარიდონ ამ მიმართულებით მოძრაობას და გადაადგილდნენ ალტერნატიული მარშრუტებით, რათა არ შეიქმნას დისკომფორტი და გაგებით მოეკიდონ იმას, რომ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება და სარეაბილიტაციო სამუშაოები გარკვეულ შეზღუდვასთანაა დაკავშირებული. გეგმა-გრაფიკის მიხედვით პროექტი  ყველაზე მაქსიმუმ 10 სექტემბრამდე უნდა დავასრულოთ “ - განაცხადა დავით ნარმანიამ.

თბილისის მერის თქმით, პროექტი მაქსიმალურად ხარისხიანად, ევროპული სტანდარტების სრული დაცვით უნდა განხორციელდეს.

თბილისის მერის განმარტებით, გზის აღდგენისა და ტროტუარის კეთილმოწყობისთვის ბიუჯეტიდან 3 მილიონ ლარამდე დაიხარჯება. მიწისქვეშა კომუნიკაციებს საკუთარი ხარჯებით კომუნიკაციების მფლობელი კომპანიები უზრუნველყოფენ.

რეაბილიტაცია კილომეტრნახევრიან მონაკვეთზე წყალგაყვანილობის მილების შეცვლას ითვალისწინებს, რაშიც ქართელ სპეციალისტებთან ერთადნ მონაწილეობა გერმანელმა ექსპერტებმა უნდა მიიღონ. დაგეგმილია ასევე ორდონიანი საფარის დაგება და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის სპეციალური გადასასვლელები მოწყობა.

დღის ამბები