18 ნოემბერი 2024,   20:27
ვრცლად
საცობი თბილისში - დილიდან მანქანების გადაადგილების პრობლემა შეიქმნა

12 საათია თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ გამზირზე მოძრაობა შეზღუდულია - დაწყებული სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო პეკინზე მოძრაობა მხოლოდ ცალმხრივადაა შესაძლებელი, რამაც მანქანების გადაადგილების პრობლემა უკვე შექმნა. ყველაზე რთულ მონაკვეთად ამ დროისთვის ჟვანიას მოედანი ითვლება, სადაც საცობია შექმნილი და სიტუაციის დარეგულირებას საპატრულო ეკიპაჟები ცდილობენ. 

დედაქალაქის მერი მძღოლებს ალტერანტიული გზებით სარგებლობისკენ მოუწოდებს.

„სამუშაოები 24 საათიან რეჟიმში იქნება, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ დროულად, გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებულ ვადებში, 10 სექტემბრამდე დავასრულოთ სამუშაოები. ამ ეტაპზე ძირითადი მიწისქვეშა კომუნიკაციების სამუშაოებს კომპანია "ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერი" აწარმოებს, ასევე საგზაო კომპანიამ გზის საფარის მოხსნის სამუშაოები დაიწყო,“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.

თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში მოსახლეობას სთხოვენ, რომ გაგარინის მოედანზე სატრანსპორტო მოძრაობისგან თავი შეიკავონ.

 

დღის ამბები