საბერძნეთში კრიმინალური დაჯგუფების წევრები დააკავეს. ბერძნული მედიის ინფორმაციით, დაკავებულია 8 პირი, რომელთა შორის, 7 ქართველია და ერთი უკრაინელი.
საბერძნეთის სამართალდამცავი უწყებების ინფორმაციით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ძარცვის ბრალდებით დააკავეს. ასევე, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მძარცველები შეიარაღებულები იყვნენ.
ათენში მათ ბრალი მაღაზიებისა და ბინების ძარცვაში, მკვლელობაში, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარებასა და ნარკოტიკების შენახვაში აქვთ წარდგენილი.