18 ნოემბერი 2024,   20:26
ვრცლად
გერმანიის ელჩი საქართველოს მთავრობას აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმის დროული გამოძიებისკენ მოუწოდებს

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით კომენტარი გერმანიის ელჩმა გააკეთა. დიპლომატის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებისგან აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმეზე გამოძიების დროულად დასრულებას ელის.

ჰაიკე რენატე პაიჩის განმარტებით, საზოგადოებამ მომხდარის შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია უნდა მიიღოს.

„ჩვენ ვიცით ამ შემთხვევის შესახებ. ორი კვირის წინ ჩემი აზრი გამოვთქვი, რომ აუცილებელია, გამოძიება რაც შეიძლება მალე დასრულდეს. საქართველო დიდ ნაბიჯებს დგამს დემოკრატიისაკენ, ამიტომ მის მიმართ ძალიან დიდი მოლოდინებია. ჩვენ სხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან ერთად მივმართეთ საქართველოს მთავრობას, მალე მოხდეს საქმის გამოძიება და საზოგადოებისთვის ცნობილი გახდეს რეალობა,“ - აცხადებს ჰაიკე რენატე პაიჩი.

დღის ამბები