18 ნოემბერი 2024,   20:43
ვრცლად
გელა მიქაძე კომპანია "რაკია ჯორჯიას" დავის გადატანას ინგლისის საარბიტრაჟო სასამართლოში სთავაზობს

"პატრიოტთა ალიანსის" წევრი გელა მიქაძე კომპანია "რაკია ჯორჯიას" დავის გადატანას ინგლისის საარბიტრაჟო სასამართლოში სთავაზობს. საქალაქო სასამართლოში წაგებულ პროცესს, სადაც კომპანია "რაკია ჯორჯიასა" და „პატრიოტთა ალიანსის“ წევრ გელა მიქაძეს შორის დავა განიხილებოდა, თავად გელა მიქაძე გამოეხმაურა.

დეპუტატმა კომპანია "რაკია ჯორჯიას" ბრალდებებს, რომლის მიხედვითაც, კომპანია მიქაძეს საერთაშორისო თაღლითური სქემით მოქმედებაში სდებს ბრალს, აბსურდული უწოდა.

„გამომდინარე იქიდან, რომ ასეთი ტიპის ბიზნესდავები, საქართველოს სასამართლოს არ აქვს ისეთი დიდი ისტორია, როგორც, მაგალითად, ინგლისს აქვს. რაკიას ვთავაზობ, რომ ჩვენი ყველა დავები გადავიტანოთ ინგლისის საარბიტრაჟო სასამართლოში და ის გადაწყვეტილება იქნება ყველასთვის უზენაესი. რაკიასგან განსხვავებით, შავ პიარზე არ ვარ მომაგრებული და ტყუილებისა და ცილისწამების მეთოდს არ მივმართავ,“ - განაცხადა გელა მიქაძემ. 

რაკია ჯორჯიას ინფორმაციით, ამჯერად საქმე ეხება მიწის ნაკვეთს მუხროვანში, რომელიც დეპუტატმა 2007 წელს კომპანიას დირექტორობის პერიოდში საკუთარი ახლო პარტნიორისაგან 27 მილიონ ლარად რეალურ ღირებულებაზე, დაახლოებით, 10-ჯერ ძვირად აყიდინა, 2012 წლის ივლისში კი, ოფშორულ ზონაში დარეგისტრირებულ საკუთარ კომპანიას 2 მილიონად მიჰყიდა და ეს თანხაც კი არ გადაიხადა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები