სხალთელი ეპისკოპოსის სკანდალური ქადაგება - წმინდა სინოდის წევრი მეუფე სპირიდონი ამბიონიდან განათლების მინისტრს დაუპირისპირდა. მეუფე სპირიდონი ამბობს, რომ სკოლებში გარყვნილების პროპაგანდა ხდება. სხალთის მთავარეპისკოპოსი საქართველოს საშინელ სასჯელს იმ შემთხვევაში უწინასწარმეტყველებს თუ სკოლებში სექსოლოგიის გაკვეთილების სწავლა დაიწყება.
განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა ეპისკოპოსის ბრალდებებს არ პასუხობს.
სხალთის მთავარეპისკოპოსმა ეკლესიაში შეკრებილ მრევლს სკანდალურ ქადაგებაში სიტყვა გენდერის მნიშვნელობაც აუხსნა. გენდერული თანასწორობა მეუფე სპირიდონმა სატანურ კანონს შეადარა.
ქადაგების ბოლოს სხალტის მთავარეპისკოპოსმა ქვეყანაში გარყვნილების მთავარ შემომტანად ევროპა დაასახელა.
სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებისთვის მეუფე სპირიდონის ქადაგება მიუღებელი და საფრთხის მატარებელია.
გასულ წელს მეუფე სპირიდონს საკუთარი სასწავლებლის მოსწავლეები, მშობლები და პედაგოგები აუჯანყდნენ. სხლატის მთავარეპისკოპოსს სასწავლო ნაწილის მაღალმთიან აჭარაში, ხიჭაურის წმინდა გრიგოლ ხანძთელის სკოლა-აკადემიიდან უმიზეზოდ გაძევებაში ადანაშაულებდნენ.