18 ნოემბერი 2024,   20:25
ვრცლად
ცხოველების წამება ჯოხზე დამაგრებული ლურსმნით - რუსთავში მამაკაცმა კავკასიური ნაგაზი ე.წ. სპიცით მოკლა

რუსთავში კავკასიური ნაგაზი 60 წლამდე მამაკაცმა განზრახ, ე.წ. სპიცით მოკლა. შემთხვევა კორპუსის ეზოში მოხდა. ადგილზე მყოფმა მეზობლებმა მამაკაცს უჩივლეს, მის წინააღმდეგ ქალაქის პროკურატურაში საქმე აღიძრა. მამაკაცი, რომელსაც ბრალად ცხოველისთვის სასტიკი მოპყრობა ედება, საგამოძიებო უწყებამ უკვე დაკითხა.

ვეტერინარო ლილი მეჟვუმიანი ბოლო წლების განმავლობაში ცხოველთა მიმართ სასტიკი მოპყრობის გახშირებულ სტატისტიკაზე საუბრობს. ერთ-ერთ მიზეზად კი, სამართალდამცველების უმოქმედობასა და შესაბამისად საზოგადოებაში არსებულ დაუსჯელობის სინდრომს ასახლებს.

არასამთავრობო ორგანიაზაციაში ”ცხოველთა მეგობრები” კანონის გამკაცრებასა და დახვეწას მოითხოვენ.

ცხოველთა უფლებადამცველთა ბრალდებებს შინაგან საქმეთა სამინისტროში უარყოფენ.

სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლში განმარტებულია, რომ ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა, ჯარიმით ან ერთ წლამდე გამოსასწორებელი სამუშაო ვადით ისჯება.

 

 

დღის ამბები