ქურდობის ბრალდებით თურქეთში დაკავებული საქართველოს 5 მოქალაქიდან 4-ს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. განსხვავებულია სასამართლოს გადაწყვეტილება ქურდობაში ბრალდებულ ქალთან დაკავშირებით, ის გაათავისუფლეს, თუმცა პროცესის დასრულებამდე მას ქვეყნის დატოვება აეკრძალა.
საქარველოს დესპანის განმარტებით, დაკავებულების ინტერესებს სახაზინო ადვოკატი იცავს.
„მოქალაქეები უზრუნველყოფილი იყვნენ როგორც სახაზინო წესით დანიშნული ადვოკატის მომსახურებით, აგრეთვე თარჯიმნით. იმ შემთხვევაში თუ მოგვმართავენ ოფიციალურად ჩვენი მოქალაქეები ოჯახის წევრებთან დაკავშირებით, ჩვენ მათ შუამდგომლობას გავუწევთ და შემდეგ უკვე მათ შეეძლებათ დაურეკონ საპატიმრო დაწესებულებიდან ოჯახის წევრებს,“ - განაცხადა თურქეთში საქართველოს საელჩოს მრჩეველმა გელა ჯაფარიძემ.