18 ნოემბერი 2024,   19:36
ვრცლად
ბრიტანეთში საცხოვრებელი კორპუსის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 58-მდე გაიზარდა

ბრიტანეთის პოლიციამ ხანძრის შედეგად დაღუპულთა შესახებ ახალი მონაცემები გამოაქვეყნა. ტრაგედიას, სავარაუდოდ, 58 ადამიანი ემსხვერპლა. სამართალდამცველები ამ რიცხვის კიდევ უფრო გაზრდასაც არ გამორიცხავენ. ბრიტანულ მედიაში კი უკვე 70-მდე დაღუპულის შესახებ საუბრობენ.

ხანძრის შედეგად დაზარალებულები, მოხალისეები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რეზიდენციაში მიიღო. ტრაგედიაზე არასათანადო რეაგირების გამო ტერეზა მეის უკვე რამდენიმე დღეა მკაცრად აკრიტიკებენ. ლონდონში მისი გადადგომის მოთხოვნით მასშტაბური საპროტესტო აქციაც გაიმართა.

ამავე თემაზე
დღის ამბები