18 ნოემბერი 2024,   19:37
ვრცლად
პატრიარქს მოახვიეს ტყუილები, უბრალოდ გვინდა სიმართლის მოყოლა - მამა გიორგი მამალაძის ძმა

ე.წ. ციანდის საქმეზე ბრალდებული მამა გიორგი მამალაძის ოჯახი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან შეხვედრას ამ დრომდე ელის. საპატრიარქო აუდიენციაზე ადვოკატების დასწრებას არ დათანხმდა, თუმცა ამ დრომდე ვერ ხერხდება ვერც პატრიარქისა და დეკანოზის ოჯახის წევრების შეხვედრა.

მამა გიორგის ნათესავები საპატრიარქოს მხრიდან პროცესის მიზანმიმართული გაჭიანურების ეჭვს გამოთქვამენ. მათი შეფასებით, ილია მეორე მათი თხოვნის შესახებ ინფორმირებული არ არის. მამა გიორგი ოჯახის წევრები იმედოვნებენ, რომ პატრიარქისა და საპატრიარქოს პოზიცია საქმესთან დაკავშირებით განსხვავებულია. 

„როგორც პროკურატურა მივიდა და თავისი ტყუილებით, როგოც საზოგადოებას ახვევს ტყუილებს, ისე პატრიარქს მოახვიეს ტყუილები, უბრალოდ ელემენტარულად გვინდა სიმართლის მოყოლა, რა სიმართლესაც დღეს პატრიარქი არ ფლობს,“ - განაცხადა მამა გიორგი მამალაძის ძმამ, თორნიკე მამალაძემ.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები