18 ნოემბერი 2024,   19:48
ვრცლად
"იქნებ გვეფიქრა ჩვენ იმაზე, რომ საქართველო არის უძველესი მონარქია," - ილია მეორე

საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა საკვირაო ქადაგებისას კონსტიტუციურ მონარქიაზე ისაუბრა. ილია მეორემ ქვეყნის მონარქიული წარსული გაიხსენა და ტახტის აღდგენაზე მსჯელობის განახლების სურვილი გამოთქვა. ”ეს, რა თქმა უნდა, დღეს და ხვალ ვერ მოხდება, მაგრამ უნდა გავაანალიზოთ წარსული, დღევანდელი დღე და მომავალი” - განაცხადა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა.

„საქართველო არის უძველესი ქვეყანა, უძველესი კულტურით. იქნებ გვეფიქრა ჩვენ იმაზე, ვინ ვიყავით წარსულში, ვინ ვართ დღეს და ხვალ ვინ ვიქნებით. იქნებ გვეფიქრა ჩვენ იმაზე, რომ საქართველო არის უძველესი მონარქია. ”ეს, რა თქმა უნდა, დღეს და ხვალ ვერ მოხდება, მაგრამ უნდა გავაანალიზოთ წარსული, დღევანდელი დღე და მომავალი” - განაცხადა ილია მეორემ.

დღის ამბები