„ამ ეტაპზე, თვალსაწიერ პერსპექტივაში, საქართველოში რომ მონარქია აღდგეს, ჩათვალეთ, რომ „ჩემი ცოლის დაქალების“ კიდევ ერთი პერსონაჟი გაჩნდება,“ - ასე აფასებს პარტია ”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, დავით დარჩიაშვილი, კათალიკოს-პატრიარქის შემოთავაზებას, კონსტიტუციური მონარქიის აღდგენასთან დაკავშირებით.
მისი აზრით, უარეს შემთხვევაში, მონარქიის დამკვიდრება კიდევ უფრო მნიშვნელოვან პრობლემებსა და კორუფციის ახალ წრეს შექმნის.
„უარეს შემთხვევაში ეს იქნება წრე, სადაც კორუფცია და პატრონ-ყმობა დაიმკვიდრებს, პატრონ-კლიენტელიზმი, რომელიც ისედაც არ გვაკლია საქართველოში. მთავარია ამ ქვეყნისათვის არის ადეკვატური ეკონომიკური პოლიტიკა და ის, რომ სუს-ი და პოლიცია არ იყო პოლიტიზირებული და არ არღვევდეს როგორც მოქალაქეები, ისე უცხოელების უფლებებს,“ - განაცხადა დავით დარჩიაშვილმა.