18 ნოემბერი 2024,   19:44
ვრცლად
რუსთავში მშობიარობის დროს 28 წლის ქალი გარდაიცვალა - ექიმებმა ბავშვის გადარჩენა შეძლეს

მშობიარობის დროს რუსთავში 28 წლის ქალი გარდაიცვალა. ექიმების განმარტებით, ბავშვის გადარჩენა მოხერხდა, თუმცა დედას ემბოლია განუვითარდა, რამაც მისი სიკვდილი გამოიწვია. ცხედარი „სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში“ გადაასვენეს. მიმდინარეობს გამოძიება.

„ჩვენთან ღამის 4 საათზე შემოვიდა მშობიარე, ახალგაზრდა გოგონა, 28 წლის. სამწუხაროდ, მშობიარობის პროცესში მოხდა ემბოლია, ეს არის ერთ-ერთი განვითარებული გართულება მშობიარობის პერიოდისა. ბავშვი არის ცოცხალი, ბავშვი გადარჩა, სამწუხაროდ, ეს ქალბატონი გარდაიცვალა. ამჟამად გადასვენებული არის მიცვალებული ექსპერტიზაზე და ექსპერტიზა უკვე დაადგენს საბოლოოდ იმ მიზეზს, რის გამოც ეს ყველაფერი მოხდა,“ - განაცხადა კლინიკა „რუსთავის“ ექიმმა, გოჩა კინწურაშვილმა.

დღის ამბები