18 ნოემბერი 2024,   19:39
ვრცლად
გატაცებული ბიზნესმენის საქმე და კრიმინალური სამყაროს წარმომადგენელთა გააქტიურება ბიზნესში

დეველოპერული კომპანია „სვეტის“ მფლობელ გია ჯიბლაძესა და მის გატაცებაში ბრალდებულ  ადამიანებს შორის ურთიერთბრალდებები გრძელდება. ჯიბლაძე მისი გატაცების დღეს დეტალურად იხსენებს და ამბობს, რომ გამტაცებლებს შორის ერთ-ერთი მისი პარტნიორი კომპანიის, „მშენებელი 3-ის“ დირექტორია.

ჯიბლაძის ადვოკატი, იასონ ბესელია ყვება, რომ „სვეტის“ მფლობელი ერთადერთი არ არის, ვინც მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდა. ის ბიზნესმენის, ნიკა შავიშვილის ადვოკატია, რომლის თქმით ის შარშან ასევე “მშენებელი 3“-ის დირექტორმა გაიტაცა და 1.5 მლნ. დოლარს თხოვდა, შედეგად კი თავისი კომპანიის “ქიდ-არქიტექტურის” დათმობა მოუწია.

შეგახსენებთ, რომ კომპანია „მშენებელი 3“ ცნობილი მხატვრისა და მოქანდაკის, ზურაბ წერეთლის შვილიშვილს, ვასილ წერეთელს ეკუთვნის, თუმცა ვასილი ამ გატაცებებთან კავშირს გამორიცხავს. აღსანიშნავია, რომ ბაკურიანში „მშენებელი 3“-ის კომპლექსის დასასრულებლად, ბიზნესმენმა ნიკა შავიშვილმა დასახმარებლად ბიძინა ივანიშვილის თანადაფინანსების ფონდი მიიყვანა, შედეგად პროექტის დასრულება ვერ მოხერხდა და საქმეში „სვეტი“ ჩაერთო. 

“მშენებელი 3”-ის წარმომადგენლები ამ თემაზე არ საუბრობენ, ხოლო კომპანიის ადვოკატი, სოსო ხარატიშვილი აცხადებს, რომ გია ჯიბლაძესთან მისი დაცვის ქვეშ მყოფებს საუბარი არაერთხელ ჰქონიათ და ეს ბუნებრივი იყო, რადგან ისინი პარტნიორები იყვნენ.

დაზარალებული გია ჯიბლაძის ადვოკატი, იასონ ბესელია აცხადებს, რომ დღეს მოქალაქეებს სასამართლოს იმედი აღარ აქვთ და სამართლიანობის აღდგენას სხვა გზებით ცდილობენ. მისი თქმით, ბიზნესმენები საკუთარი საქმის უკეთ წარსამართავად კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლებს სულ უფრო ხშირად მიმართავენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები