18 ნოემბერი 2024,   19:32
ვრცლად
სირთულეები თბილისის ქუჩებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის - p.s- ის ექსპერიმენტი 10 წლის შემდეგ

ცხოვრება თბილისში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის და სირთულეები, რომელთა გადალახვა მათ ყოველდღიურად უწევთ. ზუსტად 10 წლის წინ p.s- მა ექსპერიმენტი ჩაატარა. 10 წლის შემდეგ კი ჟურნალისტმა ზუსტად ის გზა გაიარა, რომელიც თავდაპირველ ექსპერიმენტში. ქუჩებში დამატებულია პანდუსები, თუმცა მიწისქვეშა ჩასასვლელში, ისევე როგორც 10 წლის წინ, ეტლით მოსიარულეთათვის ჩასვლა, დახმარების გარეშე დღესაც შეუძლებელია.

ქუჩებში დატანებულია პარკირების ადგილები. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ახალ ავტობუსებში ასვლა დღეს უკვე შესაძლებელია.

თუმცა აღმოჩნდა, რომ ქალაქში მაღაზიების თუ კაფეების ნაწილი ადაპტირებული არ არის, შესაბამისად, იქ შესვლა ეტლით მოსიარულისთვის დიდ სირთულეს წარმოადგენს. შენობების უმეტესობის პრობლემა კიბეებია.

რაც შეეხება გზის მეორე მხარეს მოხვედრას, ქუჩის გადაკვეთა, როგორც 10 წლის, დღესაც თითქმის იგივე პრობლემას წარმოადგენს.

ავტორი: გიორგი გვიშიანი. 

დღის ამბები