18 ნოემბერი 2024,   19:41
ვრცლად
მორიგი დაპირისპირება პრეზიდენტსა და მმართველს გუნდს შორის - მარგველაშვილი და კობახიძე კონსტიტუციის განხილვის ფორმატზე ვერ თანხმდებიან

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე და საქართველოს პრეზიდენტი ერთმანეთს კონსტიტუციის პროექტის განხილვის სხვადასხვა ვერსიას სთავაზობენ. პარლამენტის სპიკერს დებატები სურს, პრეზიდენტს კი ფართო ჩართულობით პროექტის განხილვა, რათა ნულოვანი კონსესუსი არ შედგეს.

მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე წლის წინ „ქართულმა ოცნებამ“ გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტობის კანდიდატად თავად წარადგინა, დღეს უმრავლესობის წარმომადგენლები პრეზიდენტს უკან დახევაში ადანაშაულებენ და მოუწოდებენ ღია დებატებს დათანხმდეს. ირაკლი კობახიძის კრიტიკის სამიზნე გიორგი მარგველაშვილი, კონსტიტუციის განხილვის პროცესში, უკვე არაერთხელ გახდა.

ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ პრეზიდენტმა მმართველ გუნდს საზოგადოების თვალში კონსტიტუციის ახალი პროექტის გამართლების საშუალება არ მისცა და ამ გადაწყვეტილებას ემხრობიან.

კონსტიტუციის პროექტზე საბოლოო დასკვნა ვენეციის კომისიამ უნდა დადოს. უმრავლესობაში წინასწარ აცხადებენ, რომ კომისიის ცვლილებების მიმართ დამოკიდებულება დადებითია.

ავტორი: თენგო გოგოტიშვილი.

ამავე თემაზე
დღის ამბები