ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ხელშეწყობით დასაქმებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები, რომელთა ცხოვრება შეიცვალა. დასაქმების ფორუმის დახმარებით, ბევრმა მათგანმა მუშაობა დაიწყო. თავად ყვებიან, რომ სამსახურის დაწყებას წლების განმავლობაში ითხოვდნენ, თუმცა მას შემდეგ, რაც დასაქმების ფორუმში ჩაერთვნენ, მათი უმუშევრობის პერიოდი დასრულდა. დასაქმების ფორუმის იმედით, კიდევ ბევრი ადამიანი ეუფლება სხვადასხვა პროფესიას.
ევროკავშირის ელჩი იანოშ ჰერმანი, პროექტით დასაქმებულ ადამიანებთან შესახვედრად კახეთში ჩავიდა. ჰერმანი ამბობს, რომ გრანტის მუდმივად და რეგულარულად გაცემას ვერ შეძლებენ, იმისათვის, რომ საქმე არ გაჩერდეს და შედეგიანი იყოს, ჰერმანი ამ ყველაფერში მთავრობს ჩართულობის მნიშვნელობაზე საუბრობს.
იანოშ ჰერმანი დარწმუნებულია, რომ ევროკავშირის სოციალური პროექტები, სოფლის განვითარება, მცირე ბიზნესის და სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა გრძელვადიან შედეგს გამოიღებს.
ავტორი: თაკო მესხი.